გიორგი ბარბაქაძე სწავლას იტალიაში, 𝐁𝐨𝐜𝐜𝐨𝐧𝐢 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲-ში გააგრძელებს
გიორგი ბარბაქაძე სწავლას იტალიაში, 𝐁𝐨𝐜𝐜𝐨𝐧𝐢 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲-ში გააგრძელებს – უნივერსიტეტში, რომელიც ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება.
გიორგი ჩაირიცხა 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐄𝐜𝐨𝐧𝐨𝐦𝐢𝐜𝐬 𝐚𝐧𝐝 𝐌𝐚𝐧𝐚𝐠𝐞𝐦𝐞𝐧𝐭 პროგრამაზე – მიმართულებაზე, რომელიც აერთიანებს ეკონომიკას, ბიზნესსა და მენეჯმენტს და სტუდენტებს საერთაშორისო კარიერისთვის ამზადებს.
QS 2026 Rankings-ის მიხედვით, 𝐁𝐨𝐜𝐜𝐨𝐧𝐢 ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით მსოფლიოში #10, ხოლო ევროპაში #5 უნივერსიტეტად სახელდება.
მილანში მდებარე უნივერსიტეტი ცნობილია ძლიერი აკადემიური გარემოთი, საერთაშორისო სტუდენტური სივრცითა და კავშირებით მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან.