კარატე 1 ახალგაზრდული ლიგის პრესტიჟულ ასპარეზობაზე ომარ გოგრიჭიანი ჩემპიონი გახდა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარე კარატე 1 ახალგაზრდული ლიგის პრესტიჟული ასპარეზობის მესამე დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ 2 სპორტსმენი გამოვიდა:
ომარ გოგრიჭიანმა წარმატებით იასპარეზა და ფინალური ორთაბრძოლაში (+70 კგ., კადეტები) ტაილანდელ სპორტსმენთან ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ნიკოლოზ აბულაძემ(იუნიორებში,-68კგ.), საწყისი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ნახევარფინალური ორთაბრძოლა დათმო და ამ ეტაპზე გამოსვლა მეხუთე ადგილით დაასრულა;
ამრიგად, ფილიპინებში ჩვენმა ნაკრებმა კარატე 1 ახალგაზრდული ლიგა 2 ოქროს მედლით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები