მანილაში მიმდინარე კარატე 1 ახალგაზრდული ლიგის პრესტიჟულ ასპარეზობაზე ლევან დადეშქელიანი ჩემპიონი გახდა
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარე კარატე 1 ახალგაზრდული ლიგის პრესტიჟულ ასპარეზობაზე, სადაც მსოფლიოს 58 ქვეყნის 793 სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კუმიტეში 3 სპორტსმენით წარდგა:
- დადეშქელიანი ლევანი, კადეტები, – 57 კგ.;
- გოგრიჭიანი ომარი, კადეტები, + 70 კგ.;
- აბულაძე ნიკოლოზი, იუნიორები, – 68 კგ.;
ასპარეზობის პირველ დღეს ლევან დადეშქელიანმა შესანიშნავად იბრძოლა, დაამარცხა შრი-ლანკას, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის კარატისტები და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შაბათს ასაპრეზობა გაიმართება +70 კგ (კადეტები) და -68 კგ (იუნიორები) წონით კატეგორიაში.