ქართული ღვინის წარდგენა ფრანგული გასტრონომიის ცნობილ პრესტიჟულ სკოლაში „Ferrandi“ გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მასტერკლასი პარიზში, საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიის უმაღლეს სკოლაში „Ferrandi“ გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და ღვინისა და გასტრონომიის ექსპერტი ქრისტოფ ლაველი უძღვებოდნენ.
მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო ხუთი ქართული ღვინო, რომლებზეც შესაბამისი კურსები Ferrandi-ის პროფესორმა, საერთაშორისო შეფინსტრუქტორმა სტეფან ჟაკმა (Stephan Jakic) მოამზადა.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძე დაესწრო.
მიმდინარე კვირაში, აღნიშნული ღონისძიება საფრანგეთში ქართული ღვინის მესამე წარდგენაა, პრეზენტაცია-დეგუსტაციები სასტუმროში „Ritz Paris“ და მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში „Episode“ გაიმართა.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაც ქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა მზარდია.