ქართველმა მშვილდოსნებმა ევროპის თასის პირველ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს

ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის პირველ ეტაპს უმასპინძლა. ტურნირზე საქართველოს ღირსებას 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრების წევრები იცავდნენ.

ჩემპიონატზე წყვილთა შორის ანა ბოლოკაძემ და დავით ბასილაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართული წყვილი ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველი სპორტსმენების გამარჯვებით,  ანგარიშით 6:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის თასის პირველი ეტაპის დაწყებამდე ქართველმა მშვილდოსნებმა ბულგარეთის ღია  ჩემპიონატზეც იასპარეზეს. ტურნირზე ინდივიდუალურ ბრძოლაში ანა ბოლოკაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, შერეულ წყვილთა შორის კი ლაშა-გიორგი ფირცხალაშვილთან ერთად ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები