ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას 15 ქართველი სპორტსმენი შეეცდება

25-28 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე მედლების მოპოვებას 15 ქართველი სპორტსმენი შეეცდება.

კაცები: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ზაგრებში კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები