სანდრო ბაზაძემ თბილისის მსოფლიო თასი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

თბილისში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ჯერ ჰონგკონგელი ჰოი ჩუნ ჩანგი დაამარცხა (15-3), შემდეგ კორეელები – ჯუნგჰვან კიმი (15-6) და ბონგილ გუ (15-8). მოუგო ფრანგ სებასტიან პატრისსაც (15-13), მაგრამ ნახევარფინალში ირანელ ალი პაკდამანთან 13-15 დამარცხდა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

მსოფლიო თასის გათამაშებას თბილისმა 2022 წელსაც უმასპინძლა. მაშინ  სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები