საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

გერმანიაში, ქალაქ დესაუში, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს საქართველოსა და გერმანიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით 28:17 დასრულდა.

გერმანიასთან დაპირისპირება განსაკუთრებული აღმოჩნდა „ბორჯღალოსნების“ კაპიტნის, მერაბ შარიქაძისთვის, რომელმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მეასე მატჩი ითამაშა, რითაც საქართველოს მე-7, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 97-ე ცენტურიონი გახდა.

საქართველოს ნაკრები ტურნირის ორ თამაშს მასპინძლის სტატუსით გამართავს. 10 თებერვალს ის ნიდერლანდებს დაუპირისპირდება,  17 თებერვალს კი ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები 2-3 მარტს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ქართველებს ტურნირი თხუთმეტჯერ აქვთ მოგებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები