ევროპის პირველობა ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში დასრულდა
მონტე-კარლოში დასრულდა ევროპის პირველობა ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში.
ქართველ მოჭადრაკეები მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერთა შორის იმყოფებოდნენ და საპრიზო სამეულისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ, ჩვენებიდან საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილმა აჩვენა.
ნინომ, 11-იდან 8 ქულით V ადგილი დაიკავა.
სულ ჩემპიონატში 26 ქვეყნის 116 მოჭადრაკე მონაწილეობდა და შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
- ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) – 9 ქულა
- ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 8,5 ქულა
- ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 8,5 ქულა
- კლაუდია კულონი (პოლონეთი – 8,5 ქულა
- ნინო ბაციაშვილი (საქართველო) – 8 ქულა
*********
- ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 7 ქულა
- სოფიო გვეტაძე (საქართველო) – 7 ქულა
- ინგა ჭარხალაშვილი (საქართველო) – 6,5 ქულა
- ინგა ხურცილავა (საქართველო) – 6 ქულა
- ნონა გაფრინდაშვილი(საქართველო) – 6 ქულა
- ლელა ჯავახიშვილი (საქართველო) – 5,5 ქულა