საქართველოს ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს

საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს.

ნუცა ბუზალაძე 10-ზე მეტ კონკურსში მონაწილეობდა და ბევრჯერ მოიპოვა წარმატება. მან 2019 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Nutsa22“, 2023 წლამდე, პარალელურად, ლოს-ანჯელესსა და დუბაიში მღეროდა თეატრში და მართავდა კონცერტებს. 2023 წელს ნუცა მონაწილეობდა ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში – American Idol, სადაც top 12 მონაწილეში მოხვდა, ხოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპვარსკვლავთან, კაილი მინოუგთან ერთად.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები