საქართველო საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ფორუმის m&i მასპინძელი ქვეყანაა

2024 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში  საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო პრესტიჟული ფორუმი „m&i Tbilisi  2024“ გაიმართება.  მასშტაბურ ღონისძიებას 250-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

2023 წელს თბილისმა “discover Georgia powered by m&i” ფორუმს უმასპინძლა, სადაც საერთაშორისო გაყიდვების 60-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი.  მიზნობრივ ქვეყნებში, საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში, კონფერენციასა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდა.

გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, კვიპროსში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ტაილანდში გაიმართა პრეზენტაციები და საქმიანი შეხვედრები საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნით.  საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში  საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები B2B ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს მართავდნენ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან.

2023 წელს ოსლოში, გამართულ m&i ფორუმზე, საქართველო სერვისების მიმწოდებელ 180 კომპანიას შორის საუკეთესოდ დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები