კაუნასში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში

2024 წლის  8-14 იანვარს, ლიეტუვას ქალაქ კაუნასში გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. რიგით 133-ე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს 167 სპორტსმენი, მათ შორის ქალაქ კაუნასის “ჟალგირის” ყინულის არენაზე ოთხივე სახეობაში იასპარეზებენ   2023  წლის  ევროპის  ჩემპიონები.

2024 წლის  ევროპის  ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების  შემადგენლობა ასეთი იქნება:

  • ნიკა ეგაძე (კაცები)
  • ანასტასია გუბანოვა, ალინა ურუშაძე (ქალები)
  • ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავა ( სპორტული  წყვილი)
  • დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები)

ევროპის ჩემპიონატზე მსაჯთა შემადგენლობაში ქალთა კატეგორიასა  და სპორტულ ცეკვებში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები სალომე ჩიგოგიძე და  იულია ლევშუნოვა იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები