ბარსელონაში კულინარიული დიპლომატიის ფარგლებში ღონისძიება “Dia Gastronomico Georgiano” გაიმართა

ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, კულინარიული დიპლომატიის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება “Dia Gastronomico Georgiano”, რომელიც სპეციალურად ბარსელონაში აკრედიტებული საკონსულო კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთათვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობისთვის შედგა.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ  დაეგემოვნებინათ  ქართველი შეფმზარეულის მიერ, სპეციალურად აღნიშნული საღამოსთვის, მომზადებული ქართული კერძები და  ღვინო, მათ შორის ქვევრის ღვინო.

ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასი, სადაც მონაწილე სტუმრებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა მიეცათ მზარეულის დახმარებით თავადაც მოემზადებინათ ქართული კერძები.

“გენერალური საკონსულო მადლიერებას გამოხატავს ქალაქ ბარსელონაში არსებული ქართული რესტორნის “სუფრა” ხელმძღვანელობისა და თითოეული თანამშრომლის მიმართ, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები