ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულეს
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ჩატარებული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შეჯიბრების ბოლო დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც სამმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ფინელ პუმალაინენთან დამატებით დროში ვაზარით წააგო და მეორე ადგილზე გავიდა.
ილია სულამანიძე (100კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.
ტურნირზე ოქროს მედლისთვის იბრძოდა ლაშა ბექაური, მაგრამ მან სერბ ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში იპონით წააგო და ისიც ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულეს.