ვარშავაში ქართულ-პოლონური ბავშვთა საკვირაო სკოლა გაიხსნა

14 ოქტომბერს, ქალაქ ვარშავაში, ერების ხსოვნის ფონდის ინიციატივით, ქართულ-პოლონური მეგობრობის სახლის ფარგლებში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა.  საკვირაო სკოლაში, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ქართული და პოლონური ენები, გაეცნონ ორი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.

“ჩვენს სკოლაში ბავშვებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისწავლონ პოლონური და ქართული ენები, ასევე გაეცნონ ორივე ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს. საკვირაო სკოლის ფარგლებში ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ქართული ცეკვის წრის გახსნას. გვსურს, რომ ქართულ-პოლონური მეგობრობის სახლის ფარგლებში შევქმნათ ძლიერი და ერთიანი ქართული დიასპორა”, – განაცხადა პოლონურ – ქართული საკვირაო სკოლისა და პოლონურ – ქართული მეგობრობის სახლის დირექტორმა ეკატერინე ბერუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები