ინფორმაცია საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს:

“საფრანგეთის ჩრდილო დასავლეთის რამდენიმე რეგიონში უკიდურესი სიფრთხილეა რეკომენდებული მოახლოებული გრიგალის გამო, რომელიც 170-175 კმ/სთ-ში იქროლებს და არის ნგრევისა და დატბორვის რეალური რისკები.

გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და გაითვალისწინოთ საფრანგეთის ხელისუფლების პერმანენტული მოწოდება. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას, ვიდრე განგაში არ დასრულდება”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები