ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ყაზახეთში გრან – პრი მოიპოვა
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ყაზახეთში გამართულ ალმათის თოჯინების I საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გრან-პრი აიღო სპექტაკლით – “წერილი ჯერალდინას’’.
რეჟისორი – ელენე მაცხონაშვილი.
ინსცენირების ავტორი: ელენე მაცხონაშვილი
სცენოგრაფია: ელენე მაცხონაშილი
კოსტიუმების მხატვარი: ვახტანგ ქორიძე
თოჯინების მხატვარი: ვახტანგ ქორიძე
მუსიკალური გაფორმება: სპექტაკლში გამოყენებულია ჩარლი ჩაპლინის მუსიკა
რეჟისორის თანაშემწე: თეონა ლორთქიფანიძე
მონაწილეობენ:
ქეთევან სამხარაძე, მარიკა ბულეიშვილი, ირინე ღლონტი, სოფიო ცინცაძე.
სპექტაკლი თეატრმა 2023 წლის 30 ივლისს აღადგინა და დააბრუნა მოქმედ რეპერტუარში. მისი პრემიერა 2018 წლის სამ თებერვალს გაიმართა. 2018 წელს სპექტაკლმა უკრაინაში, კიევის II საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალზე “pUp.pet Up” გაიმარჯვა ნომინაციაში – “საუკეთესო ანსამბლი”.
2018 წელსვე, თეატრალური პრემია „დურუჯის“ საიუბილეო მე-10 დაჯილდოებაზე, სპექტაკლისთვის “წერილი ჯერალდინას”, წლის საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადაეცა ელენე მაცხონაშვილს.