ვაჟა მარგველაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გუშინ ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. გუშინვე, ტურნირზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი და ალეკო კასრაძე (ორივე – 66 კგ.) გამოვიდნენ. ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მარგველაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში უზბეკ ტილოლოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ შარშან, 2022 წელს, აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.