“ნელი სალაძის აკადემიის” გოგონებმა საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გერმანიაში, ქალაქ შვერტეში, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც 6 ქვეყნის (გერმანია, საქართველო, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ლუქსემბურგი) 200-მდე ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ მრავალჭიდსა და ცალკეულ საგნებში.

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის წევრი კლუბის “ნელი სალაძის აკადემიის” გოგონებმა საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ელენე ქოჩორაძე 2012 Aკატეგორია, ბაფთა – ოქროს მედალი

მარიამ კაპანაძე 2013 Aკატეგორია, გურზები – ოქროს მედალი

კატო დათუნაშვილი 2013 Cკატეგორია, ბურთი – ვერცხლის მედალი

მწვრთნელი: სალომე ურუშაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები