ჰამბურგში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩატარდა
ქალაქ ჰამბურგში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩატარდა. ღონისძიებას ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი უძღვებოდა. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 10 ქართული კომპანიის ღვინო; ღონისძიებას იმპორტიორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დეგუსტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით ჩატარდა და შედგებოდა ორი ეტაპისგან: მასტერკლასი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ და ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.
ჰამბურგში გამართული ღონისძიება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად. ქალაქ ჰამბურგში გამართული დეგუსტაცია-სემინარის ფორმატის მსგავსი კიდევ ორი ღონისძიება მიმდინარე წლის ნოემბერში, ფრანკფურტსა და კიოლნში გაიმართება.