Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლებს ამზადებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმაზე გრძელდება. ადმინისტრაციის ორგანიზებით და  Bloomberg-ის მოწვევით პოპულარული გადაცემის “Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმყოფება. კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ Lifestyle) და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ ორ ვიდეორგოლს ამზადებს.

გადაღებები თბილისში, თელავსა და წინანდალში მიმდინარეობს. Bloomberg-ის წამყვანებისთვის კახეთში ღვინის, ჩურჩხელის, ხინკლისა  და პურის ცხობის მასტერკლასები გაიმართა. გადამღები ჯგუფის წევრები მარნებს ეწვივნენ, სადაც ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები