სამცხე-ჯავახეთს უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები ესტუმრნენ
სამცხე-ჯავახეთს ფინეთიდან მოწვეული ბლოგერები და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები ესტუმრნენ.
სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობის შედეგად, ბლოგერები და ჟურნალისტები მოამზადებენ სტატიებს და ბლოგებს, რომელიც გამოქვეყნდება ფინეთის და ბრიტანეთის წამყვან მედია საშუალებებში, ასევე მონაწილეთა პირად ბლოგებზე და სოციალურ მედიაში. სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ფოტობანკის გამდიდრების მიზნით, ტურში ფოტოგრაფიც იღებდა მონაწილეობას.
ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა იმოგზაურეს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, მოინახულეს გამორჩეული სანახაობები. აღნიშნული აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაციას და კერძო სექტორის გაძლიერებას.