საერთაშორისო გამოფენაში „The 108th China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინის მწარმოებელი 34 კომპანია მონაწილეობდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 108th China Food & Drinks Fair“ გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 34 კომპანია მონაწილეობდა. პანდემიის შემდეგ, ეს იყო ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

გამოფენა „The China Food & Drinks Fair“  ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენად ითვლება ჩინეთში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და  მილიონამდე ვიზიტორი ესწრება. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე.

გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა  შეხვედრები გამართეს პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები