საქართველოს საელჩოში ნიდერლანდური ფოლკლორული კვარტეტის „ქართული ანსამბლის“ წარდგენა გაიმართა

2023 წლის 24 მარტს, საქართველოს საელჩოში ნიდერლანდური ფოლკლორული კვარტეტის „ქართული ანსამბლის“ წარდგენა გაიმართა.

კონცერტი ორ განყოფილებიანი იყო. ქართველი დირიჟორის, ქეთევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, კვარტეტმა შეასრულა, როგორც ქართული ხალხური პოლიფონიის ნიმუშები, ასევე სხვადასხვა კომპოზიტორთა საავტორო ნაწარმოებები.

მუსიკალური ნაწილის პარალელურად, აუდიტორია გაეცნო ქართული ფოლკლორული მუსიკის შესახებ მოკლე მიმოხილვას, რომელიც პრეზენტაციის სახით, საელჩოს მრჩეველმა, ხუტა სალიამ წარადგინა.

ღონისძიების შემდეგ, მსმენელებს ქართული ღვინის და ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები