აშშ-ში, გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინო 26 კომპანიამ წარადგინა

ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა.

„„Vinexpo New York“-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს  და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი.

გამოფენის ფარგლებში,  ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქართული ღვინის  იმპორტიორებს, კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” და ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს („Amber Wine LLC”, „Saperica”, „Georgian House of Greater Washington”) შეხვდნენ. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობის სტრატეგია განიხილეს, რომელიც აშშ-ში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს როგორც „ნიშურ“ სეგმენტში, ისე  სავაჭრო ქსელებში”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები