1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში, ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე დაიბადა

„ერთადერთი საქმე მაქვს – წერა, მეტი ვერაფერს ვაკეთებ, ლურსმანს ვერ მივაჭედებ. არ ვიცი არაფერი. წერა არის ჩემი თავშესაფარი. არ ვიცი, რამდენად სჭირდება ვინმეს, მაგრამ ეს ჩემთვის აუცილებელია“.

1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში, ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე დაიბადა.

მან პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა. ლიტერატურული მოღვაწეობა როგორც პოეტმა, ისე დაიწყო, თუმცა მისი შემოქმედებიდან ცნობილია მოთხრობები და რომანები: “შუადღე”, “აჰა, მიიწურა ზამთარი”, „ ბრეიგელის მთვარე“, “წერო”, “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?”, “კაქტუსის ბაღი” და ა.შ..

თამაზ ჭილაძის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა. 1982 წლიდან მწერლის სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები