დაჩი ხუციძე სწავლას პოლონეთში, ზელონა გორას უნივერსიტეტში განაგრძობს

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტი დაჩი ხუციძე სწავლას პოლონეთში, ზელონა გორას უნივერსიტეტში განაგრძობს.

„თავისუფალი უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს პოლონეთის ზელონა გორას უნივერსიტეტთან ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ყოველწლიურად ჩვენი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ერთი სტუდენტის მივლინებას ზელონა გორაში სასწავლებლად.

დაჩი კონკურსის შედეგად შეირჩა და მის სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯებს დაფარავს პოლონური მხარე, ევროკავშირის შესაბამისი გრანტით”, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები