ესპოში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში

23 იანვრიდან ფინეთის ქალაქ ესპოში სტარტს  აიღებს და 29 იანვრის  ჩათვლით გაგრძელდება ევროპის  ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში.

2023 წლის ევროპის  ჩემპიონატი  ამ  წელს პირველი საერთაშორისო  ტურნირი იქნება ქართველი მოციგურავეებისთვის, რომელშიც ისინი   სამ კატეგორიაში იასპარეზებენ .

საქართველოს  ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად წარადგინა: მორის ყვითელაშვილი და ნიკა  ეგაძე, ერთეული ვაჟების  კატეგორიაში, ანასტასია გუბანოვა ერთეულ ქალთა  სეგმენტში და მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას მოცეკვავე  წყვილი.

ევროპის  ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის   წინასწარი განაცხადით წარდგენილი ანასტასია მეტელკინა – დანიილ პარკმანის სპორტული  წყვილი, დაშლის გამო, ამოიღეს ჩემპიონატზე მონაწილეთა  სიიდან, ხოლო მეორე  სპორტული წყვილი  კარინა  საფინა და ლუკა  ბერულავა, კარინას ჯანმრთელობის  მდგომარეობიდან გამომდინარე, მოიხსნა  ასპარეზობიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები