ქართველმა ტყვიის მსროლელებმა სლოვენიის გრან-პრის გათამაშებაზე ხუთი მედალი მოიპოვეს
ქართველმა ტყვიის მსროლელებმა სლოვენიის ქალაქ რუშეში გამართულ გრან-პრის გათამაშებაზე ორი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლებს შერეულ წყვილთა შორის გამართულ შეჯიბრებაში ცოტნე მაჭავარიანი და მარიამ ფროდიაშვილი დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები კი ქალთა გუნდურ ასპარეზობაში ნინო სალუქვაძემ, მარიამ ფროდიაშვილმა და ლიზი კილაძემ მოიპოვეს.