საქართველოს ელჩმა გაცნობითი ხასიათის ვირტუალური შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან

19 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა თარაშ პაპასქუამ გაცნობითი ხასიათის ვირტუალური შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოსა და კორეას შორის მზარდ ურთიერთობებზე და საელჩოს მიერ სამომავლოდ დაგეგმილ პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა სახალხო დიპლომატიის პროექტებში საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები