ლონდონში, ახალგაზრდულ კონფერენციაში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

2022 წლის 11, 12, 13 ნოემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, გაიმართა  ახალგაზრდული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი ოქსფორდის უნივერსიტეტი იყო.

კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. თითოეული მათგანი, როგორც  გაეროს  ახალგაზრდა ელჩი, საკუთარ  ქვეყანას წარმოადგენდა საერთაშორისო ასპარეზზე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის  მე-8, მე-11 და მე-12 კლასის  მოსწავლეები: ნატა ლორია, ️ია ქარაბაკი და დავით დიანოსაშვილი.

ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან  საინტერესოდ წარმოაჩინეს საქართველო ოქსფორდის  უნივერსიტეტის აუდიტორიის წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები