საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ისრაელში გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელში პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო. პრეზენტაციას ისრაელის ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის კერძო სექტორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ.ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაცია მოაწყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემაც.

პრეზენტაციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები ისრაელელ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები