საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს
2023 წლის ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ – გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს.
ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან იფრენს:
- ანკარა
 - იზმირი
 - ანტალია
 
ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები საბოლოო რაუნდი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა.
SunExpress 3 ივნისიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს.