ქართველმა სენიორ-მოჭადრაკეებმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
15 ნოემბრიდან, იტალიის ქალაქ ასისში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა სენიორ-მოჭადრაკეთა შორის.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე ასპარეზობენ:
მსოფლიოს 5გზის ჩემპიონი და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების 7გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი, სენიორ-ვაჟთა შორის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ზურაბ სტურუა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი სენიორ-ქალთა შორის, სოფიკო ტერელაძე.
ქართველმა სენიორ-მოჭადრაკეებმა პირველივე ტურში იზეიმეს გამარჯვება.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება და 26 ნოემბერს დასრულდება.