ლიტერატურული პრემია „საბა“ 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია

2002 წლიდან, „საბას“ დაარსებიდან 20 წელი გავიდა და წელს, მთაწმინდაზე, ისევე, როგორც ოცი წლის წინ, საიუბილეო ლიტერატურული პრემია „საბას“ ახალი გამარჯვებულები გამოავლინეს.

წელს კონკურსზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი. 2022 წელს საუკეთესო წიგნები და ავტორები ჟიურიმ 9 ნომინაციაში გამოავლინა.  გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი)

წლის საუკეთესო პიესა მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო რომანი არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი)

„საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“- ეს საბას ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ნომინაციაა, რადგან წარსულის გადამუშავების, გააზრებისა და ლიტერატურული ტექსტების საშუალებით ასახვის გარეშე ძალიან რთულია მომავლის წარმოდგენა, თავისუფლების ფასის შეგრძნება, თავისუფლებისათვის ბრძოლის აუცილებლობის გააზრება. ამ ნომინაციას წელს ორი გამარჯვებული ჰყავს: დავით ჯიშკარიანის „ბუცები და ტყავის ჩექმა“ და რუსუდან გორგილაძის „დიქტატურის გემო“

პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი გადაეცა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალს „არილი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები