ბრიტანული გამოცემა Bradt Travel Guide საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალ გზამკვლევს ამზადებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალრეიტინგული ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Bradt Travel Guide საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალ გზამკვლევს ამზადებს. გზამკვლევი 2023 წელს გამოიცემა და მთელ მსოფლიოში გავრცელდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მრავალგვერდიანი გზამკვლევის მოსამზადებლად საქართველოში გამოცემის ჟურნალისტი იმყოფებოდა. ნენსი ჩანგის ვიზიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. პრესტურის ფარგლებში Bradt Travel Guide-ის ჟურნალისტმა სტეფანწმინდა, შატილი, პანკისის ხეობა და თუშეთი დაათვალიერა. ნენსი ჩანგი ეწვია კახეთს, სადაც ნაფარეული, გრემი, ყვარელი და ლაგოდეხი მოინახულა. ტურის ფარგლებში Bradt Travel Guide-ის ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტორეპორტაჟი მოამზადა, რომელსაც გზამკვლევისთვის გამოიყენებს.
2018 წელს Bradt Travel Guide-მა საქართველოს შესახებ 368 -გვერდიანი გზამკვლევი გამოსცა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება თბილისს, სვანეთსა და აჭარას დაეთმო.