საქართველოს და მოლდოვას შორის ორმხრივი რეგულარული ფრენები დაწყება
მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და “Air Moldova” შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოს და მოლდოვას შორის ორმხრივი რეგულარული ფრენების დაწყების შესახებ.
მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან პირდაპირი ფრენები კიშინიოვსა და თბილისს შორის კვირაში 2-ჯერ ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ხოლო, 30 ოქტომბრიდან კი სიხშირე კვირაში 4 ფრენამდე გაიზრდება.
ფრენებს შეასრულებს მოლდავური ავიაკომპანია „Air Moldova“. კომპანია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოლდავური ბრენდია, რომელიც შიდა ბაზარზე ლიდერობს. საერთაშორისო დონეზე, „Air Moldova“ პოზიციონირებს როგორც უსაფრთხო და სტაბილური კომპანია.