მესტიაში კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

2022 წლის 25-26 აგვისტოს მესტიაში გაიმართება კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი: კავკასია – ინტერდისციპლინური კვლევები II, ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები

ღონისძიების ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თანამონაწილე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი

კონგრესის მიზანია: გამოკვეთოს კავკასიის რეგიონის ენებისა და ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტი ისტორიულ ჭრილში ინტერდისციპლინური კვლევების შედეგების საფუძველზე; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს  გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები;  განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.

ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა კავკასიოლოგიურ თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს კონგრესზე გასატანად. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კავკასიის მინორიტარულ ენათა სიცოცხლისუნარიანობისა და ენათა ფუნქციონირების საკითხებს; ასევე  კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის საკითხებს, გენეტიკური კვლევების შედეგებს და ამ კვლევათა მიმართებას არქეოლოგიურ და ლინგვისტურ კვლევებთან.

კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით:

Ø  ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად)

Ø  ისტორია (2 სექციად)

Ø  არქეოლოგია

Ø  კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა

Ø  ეთნოლოგია

Ø  ფოლკლორი, ლიტერატურა

Ø  ეკოლოგია,  გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა

Ø  კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგია, გენეტიკური კვლევები

 დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები