ავსტრიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი, რომელმაც ჰობი- რობოტების შექმნა, პროფესიად აქცია

ვიდეობლოგის სტუმარი ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ნოდარ აბრამიშვილია. ის ცნობილი ავსტრიული კომპანიის Bachmann electronic GmbH გუნდის წევრია. საქართველოში საინჟინრო განათლების  მიღების შემდეგ, მაგისტრატურა ვენაში რობოტექნიკისა და მიკროელექტრონიკის მიმართულებით გაიარა და დღეს  წარმატებული კარიერა აქვს პროგრამირების მიმართულებით.

პარალელურად ნოდარმა ჰობი – რობოტების შექმნა, პროფესიად აქცია. სწორედ ამ გატაცებამ მიიყვანა წამყვან ავსტრიულ ორგანიზაციაშიც, რომელსაც 25 ქვეყანაში აქვს ფილიალი და დაკავებულია ავტომატიზაციით და დისტანციური მართვითი სისტემების შექმნით (განახლებადი ენერგიის,  ინდუსტრიული და სანაოსნო მიმართულებით, დიდი მასშტაბის რობოტები, კონტროლის მექანიზმები). ნოდარი ამჟამად Bachmann electronic-ში პროგრამულ უზრუნველყოფას ახდენს, რაც ამ სისტემების დისტანციურად ან ავტომატურ რეჟიმში მართვის საშუალებას იძლევა.

რა კარიერული გზა გაიარა ევროპაში, ასევე როგორია გეგმები- თავის ისტორიას ის ინტერვიუში გვიზიარებს.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები