თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა

ორბელიანის მოედანზე თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება დუდანა მაზმანიშვილის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და დირიჟორ კარლო პონტის მონაწილეობით ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში, თბილისმა უმასპინძლა მსოფლიო კლასიკური მუსიკის გამორჩეულ ვარსკვლავებს, მათ შორის პოლ ლუისს, ალექსეი ვოლოდინს, ედიტ პენიას, კონსტანტინ ლიფშიცს, ციპრიენ კაცარისს, ნიკოლოზ ნამორაძეს, ანდრიუს ჟლაბისს, ნიკო ნამორაძეს, სიმონ გრაიშის და სხვა მოწვეულ სტუმრებს.

კონცერტები გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ორბელიანის მოედანზე. ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა მასტერკლასები განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.

ქალაქ თბილისის მერიის, შემოქმედებითი საქართველოს და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 13–28 ივნისს თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი მეშვიდედ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები