ისტორია დაწერილია – მარიამ ბოლქვაძემ Wimbledon-ის ძირითადი ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა
ისტორია დაწერილია – მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და Wimbledon-ის ძირითადი ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 94-ე ნომერი, ავსტრალიელი Ajla Tomljanović, ანგარიშით 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად Wimbledon-ის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა.