ჯერალდ ლინჩის სახელობის თეატრმა საქართველოს სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს უმასპინძლა
ნიუ-იორკის ჯერალდ ლინჩის სახელობის თეატრმა (Gerald W. Lynch Theater) საქართველოს სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს უმასპინძლა, სადაც მათ ჟან ჟენეს ლეგენდარული პიესა „მოახლეები“ წარადგინეს.
სპექტაკლები 2026 წლის 26 და 28 ივნისს გაიმართა და ეს იყო თეატრის პირველი ოფიციალური გასტროლი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ ცნობილი ქართველი მსახიობები ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე და ნატა მურვანიძე. სპექტაკლის რეჟისორია ნიკა თავაძე.სპექტაკლი ნიუ-იორკში ქართულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრების თანხლებით გაიმართა.
ჟან ჟენეს „მოახლეები“ (დაწერილი 1947 წელს) ფსიქოლოგიური დრამაა ორ მოახლე დაზე. პიესა ეფუძნება 1933 წლის რეალურ კრიმინალურ შემთხვევას საფრანგეთში (დები პაპენების საქმე), სადაც ორმა მოახლემ საკუთარი ქალბატონი და მისი ქალიშვილი სასტიკად მოკლა.