ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები გრძელდება

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები გრძელდება.
ქალაქ ბრაზილიასა და რიო-დე-ჟანეიროში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის – „რუსთავის“ კონცერტები ჩატარდება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება:
  • საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის მაღალი დონის შეხვედრები
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება
  • ხელი მოეწერება საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.
ღონისძიებები ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები