მიხეილ რეხვიაშვილი სექტემბრიდან სწავლას Stanford University-ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მიხეილ რეხვიაშვილი სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Stanford University-ის ბიზნესის ადმინისტრირების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე (MBA).
მიხეილმა მოიპოვა სწავლის სრული, 100%-იანი დაფინანსება.
მას შეთავაზება სხვა ბიზნესს სკოლებიდანაც ჰქონდა, მაგრამ არჩევანი სტენფორდის უნივერსიტეტზე შეაჩერა, რადგან უნივერსიტეტი სილიკონ ველზე მდებარეობს, რაც ყველა ტექნოლოგიური ინოვაციის ეპიცენტრია და საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევა კიდევ უფრო გაიღრმაოს ცოდნა თუ გამოცდილება Fintech მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები