იტალიურად ამღერებული დუეტი ,,ლალიმბერტი“ და უცხოელებისთვის გაცოცხლებული ქართული ჰანგები

ვიდეობლოგის სტუმრები ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი არიან – წყვილი იტალიის პატარა ულამაზესი ქალაქ პოჯიბონსიდან. ერთმანეთს მუსიკის სიყვარულმა შეახვედრა…

მათი ურთიერთობა 1994 წელს მეგობრობით დაიწყო, დღეს კი ოჯახი და შეხმატკბილებული დუეტი აქვთ. ლალი ბურდული და მისი იტალიელი მეუღლე ნიჭიერი, დაბადებით უსინათლო მუსიკოსი დუჩო ლიმბერტი სიმღერებს რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულად მღერიან.

დუჩო შეყვარებულია ქართულ მუსიკაზე და შესანიშნავად ასრულებს ჩვენებურ სიმღერებს, მოყვარული მომღერლები ამჟამად ქართულ ალბომზე მუშაობენ, რომელიც 22 სიმღერას აერთიანებს. დუეტი იტალიაში ხშირად კონცერტებზეც გამოდის და ჩვენებურ მუსიკას უცხოელებს აცნობს. გამოსვლებს საქველმოქმედო ხასიათიც აქვს ხოლმე.

,,ვმღერით, იმიტომ რომ გვემღერება, ეს ჩვენი სულიერი მდგომარეობაა და ბედნიერები ვართ ამით“- ამბობენ ვიდეო ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები