ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველების ინიციატივით უკრაინელების დასახმარებლად გამოფენა – გაყიდვა გაიმართა

ნიდერლანდებში, ქალაქ ბერხენში, ქართველი მხატვრის გიორგი შენგელიასა და ქართული სათვისტომოს ორგანიზებით – Diaspora Alliance For Georgia – დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის, გაიმართა ნიდერლანდებში მოღვაწე მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრებისა და ქართული ღვინის (TSV Winery – მეღვინეობა თიესვი 8Millennium) გამოფენა-გაყიდვა. აქციის მიზანი იყო მოძმე უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვა თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ღონისძიების შედეგად შეგროვებული თანხა მთლიანად გადაეცა უკრაინის დასახმარებელ ფონდს. ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები