ატლანტაში “ქართული კულტურის დღეები” გაიმართა

12 მარტს აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და სან-ფრანცისკოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით ატლანტაში ქართული ევროპული გამოცდილების ცენტრის დამფუძნებლის, ნინა კიკნაძის ინიციატივით  უკრაინელი ხალხის  მხარდასაჭერად “ქართული კულტურის დღეები” ჩატარდა, ინფორმაციას ღონისძიების შესახებ ორგანიზატორები: ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასის ქართული კრეატიული კომუნიკაციების ცენტრის “ივერია” პრეზიდენტი ირაკლი რუსია; შტატ ჯორჯიას ქალაქ ატლანტის ქართული ევროპული გამოცდილების ცენტრის პრეზიდენტი ნინა კიკნაძე;ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ კოსტის ქართული კომუნიკაციების გაერთიანების ცენტრის პრეზიდენტი პაატა ასათიანი ავრცელებენ. 

ღონისძიებას ესწრებოდა ქართული სათვისტომოს 120-მდე წარმომადგენელი აშშ-ს სხვადასხვა შტატიდან, წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო – ანსამბლმა “ელვა” მალხაზ შუბითიძისა და სოფიკო ალანიას ხელმძღვანელობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი ხელოვანები, მუსიკოსები და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე წარმატებული ქართული კომპანიები რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში აშშ-ში. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ტრადიციულად დამზადებული ქვევრის ღვინო. ქართული სათვისტომო – ასოციაცია თვისტომი და ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია – GDIC -ის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე; პირველი ქართულ ამერიკული საწარმო “KARTVELI” LLC – თემო ცხადაძისა და მალხაზ მაისაშვილის ხელმძღვანელობით, პირველი იმპორტიორი ქართული -ამერიკული კომპანია “Tamani Food “ LLC -არკადი კეკელიას ხელმძღვანელობით,კომპანია Georgian Wines and Spirits – ის პრეზიდენტი და ქართული ღვინო “Askaneli”-ის ოფიციალურ წარმომადგენელი აშშ-ში უჩა გილატა არხოტიონი; “Askaneli Premium Georgian restaurant of Fort Lauderdale”-ს წარმომადგენელი პაატა ჭელიძე; ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია “Gvino-2021″; ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია “Silk Road” წარმომადგენელი გოჩა ცერცვაძე.

გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ახლად დაფუძნებულ ქართული ევროპული გამოცდილების ცენტრსა და ქართული კრეატიული კომუნიკაციების ცენტრ „ივერიას” შორის. “ვთვლით , რომ ახლა როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთად დგომა არა მარტო ქართველებს , არამედ მსოფლიოს ხალხებს, რათა გავამხნევოთ და ვანუგეშოთ ერთმანეთი.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები