ათენის ქართული დიასპორა უკრაინისათვის

მარტის პირველ დღეებში ათენის მასშტაბით ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის კოორდინაციით, ქართველი თანამემამულეების ჩართულობითა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
სოციალურ ქსელში ინფორმაციას ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი – ნანა თევდორაძე ავრცელებს: “10 მარტს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენს მიერ ათენში უკრაინის დიასპორას და მის წარმომადგენელს კატერინა კუჩინკას ოფიციალურად გადაეცა. ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინის მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა პირებმა: ელჩმა დავით დონდუამ, უფროსმა მრჩეველმა ნინო ვადაჭკორიამ და გიორგი შოშიტაშვილმა.აღსანიშნავია ,რომ ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის მხარესთან კონსულტაციით შეგროვდა და არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგებოდა.
ქართული დიასპორის სახელით ათენის მასშტაბით შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკრაინის მხარეს გადაეცა, უკრაინის დიასპორის ორგანიზებით უშუალოდ უკრაინაში გაიგზავნება და იქ მყოფ ბავშვებსა და განსაცდელში მყოფ პირებს გადაეცემათ. ჩვენი აქცია გრძელდება,მადლობა მხარდაჭერისთვის,თითოეულ თქვენგანს, ვინც გვერდით დაგვიდექით.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები