“ასეთი თანადგომა და სიყვარული შეგვიძლია ქართველებს, ყველგან სადაც არ უნდა ვიყოთ, შინ თუ გარეთ”
10 მარტს, ნიუ იორკში, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერლისა და მხატვრის, ნიკოლოზ წეველიძის (ნიკოლოზ ნოელი) წიგნის “არაჩვეულებრივი აპათეა” პრეზენტაცია გაიმართა. აუქციონის სახით გაიყიდა ნიკოლოზის ნახატები და წიგნები, ასევე უკრაინის თემატიკაზე შექმნილი ტილოები, საღამო უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ეძღვნებოდა და შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა უკრაინის დახმარების ფონდში.
“მიუხედავად იმისა რომ დღეს ყველა დადუმებულები ვართ, და ყველას ერთი დიდი ტკივილი გვაქვს, მაინც უსაზღვროდ ამაყი ვიყავი , რომ ასეთი თანადგომა და სიყვარული შეგვიძლია ქართველებს, ყველგან სადაც არ უნდა ვიყოთ, შინ თუ გარეთ” წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირაკლი შარაძე.
წიგნის “არაჩვეულებრივი აპათეა” პრეზენტაცია გასული წლის დეკემბრის თვეში საქართველოში შედგა.