ერთი ნახატი ორი მხატვრისგან – გერმანიაში მოღვაწე ქართველი წყვილის ტანდემში შექმნილი პროექტი

ვიდეობლოგის სტუმრები გერმანიაში მოღვაწე მხატვართა წყვილი არსენ გომარელი და შორენა (შერლინ) ნოზაძე არიან. ისინი ნამუშევრებს ტანდემში, განსხვავებული ხელწერით ქმნიან. რატომ არის გამორჩეული და რას მოიცავს საერთო პროექტი, რა თემატიკა შეირჩა და როგორ აპირებენ ერთობლივ გამოფენაზე წარდგენას – ნახეთ ვიდეობლოგი.

არსენ გომარელი თვითნასწავლი მხატვარია, საქართველოს გარდა, მას უკვე ჰქონდა პერსონალური გამოფენები უკრაინასა და გერმანიაში, ასევე ხშირი მონაწილეა ჯგუფური გამოფენების. შორენა 2005 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში. სწავლობდა ევროპაში აღიარებულ და ცნობილ მხატვართან და მოქანდაკესთან ენცო არდუინთან. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა მხატვრობას და განაგრძობს შემოქმედებით მოღვაწეობას მიუნხენში. მათი ნახატები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციონერებთან.

არსენი და შორენა მიუნხენის ქართულ საკვირაო სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევიან და მომავალ თაობებს, ემიგრაციაში მყოფ ქართველ ბავშვებს ხელოვნებას აზიარებენ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები